საქველმოქმედო კამპანიის ზოგადი პირობები
ორგანიზატორი :
ფონდი სიცოცხლის ხე
ქველმოქმედების/შემოწირულობის სახეობები:
- ფულადი ფორმით
- მატერიალური ფორმით - მოძრავი ნივთ(ებ)ი (ტანსაცმელი, წიგნები, ავეჯი, ტექნიკა, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ. რაც არ არის თავისუფალ მიმოქცევაში შეზღუდული საქართველოს კანონმდებლობით ან/და აკრძალული ქვემოთ არსებული ჩამონათვალით)
ორგანიზატორი:
- არ აგებს პასუხს შემომწირველის/ნივთის გამომგზავნის მიერ კანონმდებლობით ან წინამდებარე პირობებით აკრძალული ნივთის გაგზავნით დამდგარ შესაძლო ზიანზე/ზარალზე ან შემოწირულობის/ნივთის გამგზავნის მიერ ისეთი ქმედების განხორციელებაზე, რომლის შედეგადაც შესაძლოა დადგენს ნებისმიერი სახის ზიანი/ზარალი ან/და გამოიწვიოს კანონმდებლობის დარღვევა;
- უფლებამოსილია მიღებულ შემოწირულობაზე/ნივთზე/საჩუქარზე საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე გამოიყენოს შესაბამისი ამანათი/საჩუქარი ქველმოქმედების მიზნით ან/და გადასაყრელად (გამოყენებისთვის უვარგისი ნივთ(ებ)ის შემთხვევაში);
- უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს მოახდინოს წინამდებარე საქველმოქმედო კამპანიის პირობების ცვლილება;
შემომწირველი (ფიზიკური პირი) აცხადებს, რომ:
- პასუხისმგებელია მის მიერ გაგზავნილი ნივთის/საჩუქრის შემადგენლობაზე;
- აცნობიერებს, რომ კანონმდებლობის ან წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს მისი პასუხისმგებლობა;
- მის მიერ გაგზავნილი ამანათი/საჩუქარი შესაბამისობაშია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმთან ან/და არ იწვევს კანონმდებლობის ან/და წინამდებარე პირობების დარღვევას.
აკრძალულიაგასაგზავნიშემოწირულობის საგანი/საჩუქარიშედგებოდესისეთინივთებისგან, როგორებიცარის:
- შეურაცხმყოფელი ან/და უწმაწური;
- არაეთიკური ან/და არ შეესაბამება საზოგადოებაში დადგენილ წესებსა და ჩვეულებებს ან/და ქვეყანაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს;
- მკრეხელობის გამომხატველი;
- არალეგალური ან/და ანტისოციალური;
- ისეთი პროდუქცია/ნივთია, რომლის მოხმარება/გაგზავნა ისჯება კანონმდებლობის შესაბამისად.
აკრძალულიაშემდეგინივთებისგაგზავნა:
- ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან/და მცენარეები;
- ცოცხალი ცხოველები, თევზები, ფრინველები, მღრღნელები და მათი ფიტულები, ძვლები, ბეწვი, და ა.შ.
- აალებადი, ფეთქებადი ან/და მავნე ქიმიური ნივთიერებები ან სხვა სახის საფრთხის შემცველი ნივთები/ნივთიერებები;
- ფეთქებადი ნივთიერებები ან/და მისი შემცველი პროდუქცია/ნივთები;
- პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
- ტოქსიკური ნივთიერებები ან მისი შემცველი პროდუქცია/ნივთები;
- ცეცხლსასროლი იარაღები, მისი ნაწილები ან/და აქსესუარები ან/სა სხვა სახის საბრძოლო მასალა;
- ყველა ისეთი სახის პროდუქცია/ნივთი, რომლის გაგზავნამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანონმდებლობის ან/და წინამდებარე პირობების დარღვევა.
პირადიინფორმაციისუსაფრთხოება:
- ვებგვერდი donate.ge-ს მეშვეობით, პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ შეყვანილი პერსონალური მონაცემები გამოიყენება/დამუშავდება მხოლოდ donate.ge-ზე აღწერილ პროექტში თქვენი მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის და არ იქნება გამოყენებული რაიმე სხვა მიზნით.