ნივთების დონაციის ონლაინ პლათფორმა

სს „საქართველოს ბანკის“ ინიციატივითა და დაფინანსებით ახალი საქველმოქმედო პლატფორმა www.donate.ge  შეიქმნა. დონაციის ონლაინ პლატფორმა www.donate.ge ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ მოახდინოს ნივთების გადაცემა მათთვის ვისაც ეს ჭირდება. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია იზრუნოს და გაიღოს ნივთები ქველმოქმედებისთვის, ამისათვის უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს  www.donate.ge, შეავსოს მარტივი აპლიკაცია - მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ნივთების აღწერა. მითითებულ მისამართზე, შეთანხმებულ დროს მას მიაკითხავს ავტომობილი და წაიღებს ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ ნივთებს. ყველა შეგროვებული ნივთი, შემდგომ გადაეცემა, როგორც ორგანიზაციებს ასევე ფიზიკურ პირებს, ბენეფიციარებს შორის არიან: თავშესაფრები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, იძულებით გადაადგილებული  და სოციალურად დაუცველი პირები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები  და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

 

ონლაინ პლათფორმა www.donate.ge-ზე განახლებად რეჟიმში, გამოჩნდება ინფორმაცია  შეგროვებული ნივთების რაოდენობის, ასევე ქველმოქმედი ადამიანების და მათ შესახებ  ვისაც გადაეცემა ნივთები.

 

 ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი ნივთების მიტანა, წინასწარი შეთანხმებით, ასევე შესაძლებელია Donate-ის ოფისშიც, მისამართზე: ც.დადიანის N7-ში (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა). ამ ეტაპზე, დონაციისთვის განკუთვნილი ნივთების შეგროვება, თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შეგროვებული ნივთები კი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.