Donate.ge.-მ “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს" საჩუქრები გადასცა
ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ონლაინ-პლატფორმა donate.ge-ს ფარგლებში ბავშვთა განათლებისა და განვითარების
მიზნით „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს სხვადასხვა საჩუქარი გადასცა. საჩუქრებს შორის
იყო: სათამაშოები, სპორტული ინვენტარი, წიგნები და ტანსაცმელი.
SOS Children’s Villages Inetrnational-ი წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 133 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციის სახით. ასოციაცია მოქმედებს
საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად. ის- 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას
საქართველოს ტერიტორიაზე.
„საქართველოს ბანკის“ ფონდი„სიცოცხლის ხე“ აგრძელებს მზრუნველობა-მოკლებულ ბავშვთა მხარდაჭერას.