ონლაინ პლატფორმა Donate.ge სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა

ონლაინ პლატფორმა Donate.ge-ს მეშვეობით მთაწმინდაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 5 სულიან ოჯახს, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოები გადაეცა. 

ოჯახში მცხოვრები 3 მცირეწლოვანი ბავშვის დახმარება საქველმოქმედო პროექტს donate-ge-ისთვის დონორების მიერ გადაცემული ნივთებით გახდა შესაძლებელი.

Donate.ge-ს მთავარი მიზანია ზრუნვა მათზე ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, აქედან გამომდინარე ამგვარი ტიპის დახმარება მიიღებს მუდმივ ხასიათს და მომავალშიც გაგრძლედება.