donate.ge -ს გუნდი წეროვნის დევნილთა დასახლებაში
ოქტომბერში donate.ge-ს გუნდი წეროვნის დევნილთა დასახლებას ესტუმრა რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილები.
მოხალისე დონორების მიერ გაღებული 450 ნივთი : ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და სხვადასხვა მცირე საოჯახო ინვენტარი 40-მდე ბენეფიციარს გადაეცა, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს.
ამგვარი ტიპის დახმარება მიიღებს მუდმივ ხასიათს და მომავალშიც გაგრძელდება.