Donate.ge-მ 50 ბავშვი გაახარა

სოციალური პროექტი Donate.ge ვარკეთილში მდებარე დღის ცენტრ, „ახალ ნაბიჯებს“ ესტუმრა და 50 ბავშვისათვის შეგროვილი ნივთები მიიტანა. ცენტრში მომსახურეობას იღებენ როგორც სოციალურად დაუცველი ისე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები.

Donate.ge-ს საქველმოქმედო პროექტში ჩართული მოხალისე დონორების მიერ გაღებული 700 ნივთით- ტანსაცმლით, განსაკუთრებით კი სათამაშოებით, ბავშვები ძალიან გახარებულები დარჩნენ. მათ  ჩვენთან ერთად ამოავლეს ჩურჩხელები და უხვად დაგვასაჩუქრეს იმ ემოციებით, რაც თავად ყველაზე მეტად ჭირდებათ.

Donate.ge  საშუალებას გაძლევთ, მარტივად ჩაერთოთ პროექტში, რათა ერთად უფრო მეტი ადამიანი გავახაროთ.