Donate.ge 50 დევნილს დაეხმარა

სოციალური პროექტი Donate.ge  უკვე მეორედ ესტუმრა წეროვნის დევნილთა დასახლებას რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენენ ახალგორის მუნიციპალიტეტიდან, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილები.

პროექტში ჩართული მოხალისე დონორების მიერ შეგროვილი 700-მდე ნივთი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები დასახლებაში მცხოვრებ 50 ბენეფიციარს გადაეცა.

Donate.ge გაძლევთ საშუალებას, მარტივად ჩაერთოთ პროექტში, რათა ერთად უფრო მეტი ადამიანი გავახაროთ.