Donate.ge სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა

Donate.ge სოფელ თხინვალაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდების ოჯახს ესტუმრა, რომელსაც 600-მდე ნივთი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშო, მატრასი, საბავშვო ეტლი და ჭურჭელი აჩუქა. საჩუქრებით განსაკუთრებით პატარა ნია დაინტერესდა და ყველაფერი, განსაკუთრებით კი სათამაშოები ცნობისმოყვარედ დათვალიერა.

Donate.ge შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მსურველს, თავისი წვლილი შეიტანოს ამგვარი ოჯახების დასახმარებლად.