Donate.ge წილკანის დევნილთა დასახლებაში

ამჯერად Donate.ge სოფელ წილკანის, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ქალბატონ მარინა მილაძეს და ოთხი წლის ნიკოლოზს ესტუმრა. ქალბატონი მარინა ახალგორიდან დევნილი მარტოხელა დედაა, რომელიც შვილს  სრულიად მარტო ზრდის.

ჩვენმა გუნდმა, დედა-შვილს მოხალისე დონორების მიერ გაცემული 700-მდე ნივთი და ავეჯი ჩაუტანა, რომელიც ოჯახისათვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

www.donate.ge გაძლევთ საშუალებას, მარტივად ჩაერთოთ პროექტში, რათა ერთად უფრო მეტი ადამიანი გავახაროთ.