აბულაძეების დასახმარებლად

ამჯერად ჩვენი გუნდი კასპის რაიონ სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრებ აბულაძეების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. შალვა აბულაძე გმირი მამაა რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ობლად დარჩენილ ხუთ ვაჟაცს მარტო ზრდის.

პროექტში ჩართული მოხალისე დონორების მიერ შეგროვილი 1300-მდე ნივთი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, ველოსიპედი, აბულაძეების ექვს სულიან ოჯახს გადაეცა. ნივთებით განსაკუთრებით პატარა დემეტრე  დაინტერესდა და ყველაფერი, განსაკუთრებით კი სათამაშოები ცნობისმოყვარედ დაათვალიერა.

www.donate.ge გაძლევთ საშუალებას, მარტივად ჩაერთოთ პროექტში, რათა ერთად უფრო მეტი ადამიანი გავახაროთ.