Donate.ge სოფელ ძეგვში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა

საახალწლოდ პროექტი Donate.ge სოფელ ძეგვში მდებარე წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს კიდევ ერთხელ ესტუმრა და ცენტრში მცხოვრებ 80 ადამიანის თქვენს მიერ შეგროვილი ნივთები გადასცა. ვიმედოვნებთ, რომ ბავშვების ბედნიერი სახეები თქვენ დღეს აუცილებლად გაალამაზებს.

www.donate.ge გაძლევთ საშუალებას მარტივად ჩაერთოთ პროექტში, რათა ერთად უფრო მეტი ადამიანი გავახაროთ.