გადარიცხეთ თანხა თქვენთვის სასურველ დახმარების ფონდში
სიცოცხლის ხე

სლოგანი: მე ვზრუნავ
დაარსების წელი: 2008
ფონდის შესახებ: ფონდ "სიცოცხლის ხის" მისიაა, შესაძლებლობა მისცეს ადამიანებს და კომპანიებს, იზრუნონ უკეთესი მომავალის შექმნასა და აქტუალურ სოციალურ საკითხებზე: განათლება, ეკოლოგია, შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ფონდში ჩარიცხული თანხა სრულად მოხმარდება რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლებას. ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საქართველოს, სადაც ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

WE HELP

სლოგანი: აქციე ქველმოქმედება ცხოვრების წესად
დაარსების წელი: 2013
ფონდის შესახებ: ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით. მიზნები: სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო ოპერაციების და მკურნალობის დაფინანსება. ჩარიცხული თანხა სრულად მოხმარდება ბენეფიციარების მკურნალობას

სოლიდარობის ფონდი

სლოგანი: სიკეთე გადამდებია
დაარსების წელი: 2013
ფონდის შესახებ: ფონდის მიზანია საზოგადოების კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ალტერნატიული რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვების და ოჯახების მხარდასაჭერად.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

სლოგანი: გადაარჩინე სიცოცხლე!
დაარსების წელი: 2013
ფონდის შესახებ: თავდაპირველად ფონდი შეიქმნა ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად საკუთარი კოლეგის-დიმიტრი ცინცაძის დასახმარებლად. შემდგომ კი გააგრძელა საქმიანობა რათა, ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს დახმარებოდნენ. ფონდში ჩარიცხული თანხა სრულად ხმარდება ონკო–ჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობას.

საქველმოქმედო ფონდი ,,ბილივი“

სლოგანი: ჩვენ გვჯერა
დაარსების წელი: 2014
ფონდის შესახებ: ფონდი ,,ბილივი“ დაფუძნებულია დასავლეთ საქართველოში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ფონდის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მოსწავლე - ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება. მიღებული შემოწირულობა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერებას 4 ძირითადი მიმართულებით: საბინაო მხარდაჭერა, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, საკვებით უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო პროგრამები.

ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“

ფუნქციონირება დაიწყო 2017 წელს
მისია: 0-18 წლამდე ასაკის, უკურნებელი სენით დაავადებულ და სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდულ ბავშვებზე და მათ ოჯახის წევრებზე ზრუნვა

ჰოსპისი ეს არის ოჯახური ტიპის დაწესებულება, სადაც სპეციალურად მომზადებული გუნდი (ექიმი, ექთანი, მზრუნველი, ფსიქოლოგი) ზრუნავს 0-18 წლამდე ასაკის, ქრონიკული სენით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მხარეზე. ჰოსპისში ხდება ზრუნვა, ტკივილის შემსუბუქება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სხვა. ჰოსპისის ყველა სახის სერვისი არის უფასო!

SOS ბავშვთა სოფელი

სლოგანი: „სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს“
დაარსების წელი: 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.
ფონდის შესახებ: ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების საშუალებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის მიზნით.