გადარიცხეთ თანხა თქვენთვის სასურველ დახმარების ფონდში
სიცოცხლის ხე

სლოგანი: მე ვზრუნავ
დაარსების წელი: 2008
ფონდის შესახებ: ფონდ "სიცოცხლის ხის" მისიაა მივცეთ შესაძლებლობა კომპანიებსა და მომხმარებლებს ეფექტურად და გამჭვირვალედ იზრუნონ უკეთესი მომავალის შექმნასა და სოციალურად აქტუალური საკითხებზე: განათლება, ეკოლოგია, შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ფონდში ჩარიცხული თანხა სრულად ხმარდება შშმ პირებს, მათ შორის სოციალურად დაუცველი შშმ პირებისთვის ეტლების შეძენას.

WE HELP

სლოგანი: აქციე ქველმოქმედება ცხოვრების წესად
დაარსების წელი: 2013
ფონდის შესახებ: ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით. მიზნები: სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო ოპერაციების და მკურნალობის დაფინანსება. ჩარიცხული თანხა სრულად მოხმარდება ბენეფიციარების მკურნალობას

სოლიდარობის ფონდი

სლოგანი: სიკეთე გადამდებია
დაარსების წელი: 2013
ფონდის შესახებ: ფონდის მიზანია საზოგადოების კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ალტერნატიული რესურსების მობილიზაცია საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვების და ოჯახების მხარდასაჭერად.

საქველმოქმედო ფონდი იავნანა

სლოგანი: ერთად გადავარჩინოთ მომავალი
დაარსების წელი: 2004
ფონდის შესახებ: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" 2004 წელს დაარსდა. ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარება.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი

სლოგანი: გადაარჩინე სიცოცხლე!
დაარსების წელი: 2013
ფონდის შესახებ: თავდაპირველად ფონდი შეიქმნა ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად საკუთარი კოლეგის-დიმიტრი ცინცაძის დასახმარებლად. შემდგომ კი გააგრძელა საქმიანობა რათა, ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს დახმარებოდნენ. ფონდში ჩარიცხული თანხა სრულად ხმარდება ონკო–ჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობას.